ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ SARS-CoV-2-ის ინფექციის მკურნალობა ახალი ანტივირუსული პეპარატით MK-4482/EIDD-2801 (მოლნუპირავირომი) სრულად თრგუნავს ვირუსის გადაცემას 24 საათის განმავლობაში. პრეპარატი ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას მძიმე სტადიამდე და ამცირებს დასნებოვნების ფაზას.
MK-4482/EIDD-2801-ს გააჩნია აქტივობის ფართო სპექტრი რესპირატორული რნმ-ვირუსების წინააღმდეგ. როგორც ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა (პრეპარატი შეჰყავდათ პერორალურად), ადგილი ჰქონდა გამოყოფილი ვირუსული ნაწილაკების რაოდენობის დაქვეითებას და მნიშვნელოვნად მცირდებოდა გადადების რისკი.
პრეპარატს ამოწმებნენ ქრცვინებზე, რომლებიც როგორც ცნობილია ადვილად ავრცელებენ SARS-CoV-2. მკვლევარები ქრცვინებს ასნებოვნებდნენ SARS-CoV-2-ით და როდესაც ცხოველები ცხვირიდან იწყებდნენ ვირუსის გამოყოფას, მკურნალობდნენ MK-4482/EIDD-2801. აღნიშნული საშუალება ეწინააღმდეგებოდა სხვა ცხოველების დასნებოვნებას, როდესაც ვირუსით ინფიცირებულ ცხოველებთან სვამდნენ არაინფიცირებულ ცხოველებს.
მეცნიერების ვარაუდით, ადამიანებში დაავადების გავრცელების ხარისხის შემცირება შესაძლებელია მოხდეს ერთი დღეღამის შემდეგ.
No comments:
Post a Comment