ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 895 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 38 პაციენტი გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია - 174 383
- გამოჯანმრთელებულია - 145 287
- გარდაცვლილია - 1 614
- კარანტინის რეჟიმში რჩება - 1 126
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 689
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 900
- მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 68 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 47 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,5 მილიონზე მეტი.
No comments:
Post a Comment