Breaking

loading...

Sunday, September 13, 2020

"ჯოჯოხეთური ვირუსია, ცუდად ვარ. სისულელეა, რომ არ არსებობს" - თაკო ჩარკვიანი მის მდგომარეობასა და ინფიცირების შესაძლო წყაროზე

 



პარ­ტია "კა­ნო­ნი და სა­მარ­თლის" დამ­ფუძ­ნე­ბელს, თაკო ჩარ­კვი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სი 2 დღის წინ და­უ­დას­ტურ­და. პო­ლი­ტი­კო­სი ვა­რა­უ­დობ­და, რომ ვირუ­სი დე­პუ­ტატ ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის­გან გა­და­ე­დო, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ერთ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და. თუმ­ცა დღეს უკვე ფიქ­რობს, რომ მისი და მისი მე­უღ­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა უფრო ადრე მოხ­და.

ცოტა ხნის წინ, პო­ლი­ტი­კოს­მა პა­ლა­ტი­დან კად­რე­ბიგა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

თაკო ჩარ­კვი­ანს ინ­ფექ­ცი­ურ­ში და­ვუ­კავ­შირ­დით, სა­დაც უკვე ორი დღეა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად წევს. პო­ლი­ტი­კოსს საკ­მა­ოდ მძი­მედ გა­მო­ხა­ტუ­ლი სიმპტო­მე­ბი აქვს - მუდ­მი­ვი ხვე­ლა და დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა. თუმ­ცა სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად ნერ­ვი­უ­ლობს დე­და­ზე, რო­მე­ლიც 85 წლის ასაკ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში წევს

- დიახ, ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ვირუ­სია, ცუ­დად ვარ. მე ინ­ფექ­ცი­ურ­ში ვწე­ვარ და ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც მა­ნად­გუ­რებს დე­და­ჩე­მის მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­მე­ლი რეს­პუბ­ლი­კურ­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში წევს. 85 წლის არის, ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის დამ­ძი­მე­ბუ­ლი, მაგ­რამ რად­გან ასა­კი აქვს, რის­კია.

- მე­უღ­ლე რო­გორ გრძნობს თავს?

- არა უშავს, ერ­თად ვართ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

- თაკო, თქვენ ძმა­ზე გკი­თხავთ, მა­მუ­კას თუ ჩა­უ­ტარ­და ტეს­ტი­რე­ბა?

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, მას­თან არ მქო­ნია კონ­ტაქ­ტი, ეს ის იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვაა, რომ ავ­ცდით ერ­თმა­ნეთს. ზა­ფხულ­ში წა­სუ­ლი იყო და მე არ­ჩევ­ნე­ბის გამო ვერ ვკონ­ტაქ­ტობ­დი. ტეს­ტი მა­ინც გა­უ­კე­თეს მა­მუ­კას და სა­ღა­მოს იქ­ნე­ბა პა­სუ­ხი.

- თაკო, რას ეტყო­დით იმ ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ჯერ კი­დევ არ სჯე­რა ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის?

- სი­სუ­ლე­ლეა, თა­ვი­დან ამო­იგ­დონ, რომ ვირუ­სი არ არ­სე­ბობს. ეს არის ძა­ლი­ან მძი­მე ვირუ­სი. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რის გა­და­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ ვირუ­სი არ­სე­ბობს და არის უმ­ძი­მე­სი.

- რა გა­ირ­კვა, თქვენ ნამ­დვი­ლად ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის მიკრო­ფო­ნით გად­მო­გე­დოთ?

- ვერ ვარ­კვევთ, უფრო შორს მივ­დი­ვარ. უფრო ადრე მოხ­და, ჯონი უკვე პირ­ველ სექ­ტემ­ბერს ცუ­დად გრძნობ­და თავს, მაგ­რამ ორი­ვეს შეგ­რძნე­ბა გვქონ­და, რომ მო­წამ­ლუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, თით­ქოს ენ­ტე­რო­ვირუ­სი გვქონ­და. ხვე­ლა ოთხი დღეა, რაც და­მე­წყო.




No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები