Breaking

loading...

Sunday, September 13, 2020

ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა - 307 930 შემთხვევა დაფიქსირდა

 

მსოფ­ლი­ო­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის 307 930 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და, რაც რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია პან­დე­მი­ის და­წყე­ბის დრო­ი­დან, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია ავ­რცე­ლებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბით, მსოფ­ლი­ო­ში, გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­ვიდ 19-ს კი­დევ 5 537 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა და და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა, სა­ერ­თო ჯამ­ში, 917 417-ს მი­აღ­წია.

შემ­თხვე­ვე­ბის ყვე­ლა­ზე მეტი რა­ო­დე­ნო­ბა, 94 372 ახა­ლი შემ­თხვე­ვა, ინ­დო­ეთ­ში გა­მოვ­ლინ­და, აშშ-ში - 45 523, ბრა­ზი­ლი­ა­ში კი - 43 718.

რო­გორც აშშ-ში, ასე­ვე ინ­დო­ეთ­ში, გა­სუ­ლი დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ვირუსს 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, ბრა­ზი­ლი­ა­ში კი 874 ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და.

ჯან­მო-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ბო­ლოს 6 სექ­ტემ­ბერს და­ფიქ­სირ­და, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში 306 857 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, ყვე­ლა­ზე მეტი ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვა კი 17 აპ­რილს და­დას­ტურ­და, რო­დე­საც ვირუსს 12 430 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.



No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები