Breaking

loading...

Sunday, September 6, 2020

ინდოეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 90 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მსოფლიოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

 


ინ­დო­ეთ­ში ერთ დღე-ღა­მე­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 90 632 შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, რაც რე­კორ­დუ­ლად მა­ღა­ლი დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია მსოფ­ლი­ო­ში. ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მი­სი­ვე მო­ნა­ცე­მე­ბით, ვირუსს ბოლო დღე-ღა­მე­ში კი­დევ 1 065 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი 70 626-მდე გა­ი­ზარ­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, ინ­დო­ეთ­ში კო­ვიდ-19-ით სულ 4.1 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და. მათ­გან 3.2 მი­ლი­ო­ნამ­დე პა­ცი­ენ­ტი უკვე გა­ნი­კურ­ნა.

ცნო­ბი­სათ­ვის, კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბით ინ­დო­ე­თი მე­სა­მე ად­გილ­ზეა მსოფ­ლი­ო­ში აშშ-სა და ბრა­ზი­ლი­ის შემ­დეგ.



No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები