Breaking

loading...

Sunday, September 6, 2020

საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაცია StopCoV.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 1 საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 1 - რუსთავის "ავერსის კლინიკის". 1 ინფიცირებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაა, 2 კი - იმპორტირებულია. 5 პაციენტის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, დაუდეგენლია. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1650
  • გამოჯანმრთელებულია - 1310 
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6020
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  299, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 883 000-ზე მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე კი გამოჯანმრთელდა. 

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები