Breaking

loading...

Thursday, August 6, 2020

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია


კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევიდან ორის წყარო უცნობია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„9 ახალი შემთხვევიდან 7 იმპორტირებული შემთხვევაა. მათგან 3 სატვირთოს მძღოლია. ასევე, 2 ახალ შემთხვევაზე კი ინფიცირების წყაროს გამოსავლენად კვლევა მიმდინარეობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა 81,8 %,-ს შეადგენს, ხოლო კოვიდ ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 206 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები