Breaking

loading...

Thursday, August 6, 2020

150 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ერთი სემესტრის სწავლის საფასური დაუფინანსდებათ


ყველა სოციალურად დაუცველი, 150 ქულამდე სტუდენტი მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან ერთი სემესტრის, 2020-2021 წლის სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ამასთან ერთად ყველა სტუდენტი 150 სოციალურ ქულამდე, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი თანხის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 1 წლის, 2020-2021 წლის სასწავლო წლის საფასურს და ეს გახლავთ 1225 ლარი. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს 33 ათასზე მეტი სტუდენტი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ



No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები