Breaking

loading...

Tuesday, January 5, 2021

დაფუძნდა “ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია”, რომელიც პანდემიის საკითხებზე მუშაობს

 


ცხრამეტმა ექიმმა “ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია” დააფუძნა. ორგანიზაციაში გაერთიანდნენ სამედიცინო მუშაკები, რომლებიც საქმიანობენ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მათი თქმით, ასოციაციის მიზნებს შორის იქნება ექიმებისა და პაციენტების უფლებების დაცვა, ასევე, რეკომენდაციების შემუშავება COVID-19-თან ეფექტური ბრძოლის კუთხით.

დამფუძნებელთა თქმით, ცალკეული სამედიცინო მუშაკების თავდაუზოგავმა შრომამ მიმდინარე პერიოდში ასეულობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა “პანდემიის მართვაზე ამან სისტემური და მასშტაბური გავლენა, სამწუხაროდ, ვერ მოახდინა”.

“მიმდინარე კრიზისმა სრული ლუსტრირება მოახდინა იმ ათეულობით წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემებისა, რაც ქვეყნის ჯანდაცვას აქვს. არავის ჰქონდა ილუზია და მოლოდინი, რომ ჯანდაცვის სისტემის ამ მოწყობითა და ჰოსპიტალური სიმძლავრეებით კრიზისი მარტივად დაძლევადი იქნებოდა.

თუმცა, ყველასთვის ერთად, ნათელი გახდა ცვლილებების პრინციპული, თანმიმდევრობითი საჭიროება და ისიც, რომ ცვლილებების დასაწყისი სამედიცინო განათლების გაუმჯობესება უნდა ყოფილიყო”, – აღნიშნულია ასოციაციის წევრთა განცხადებაში.

ასოციაცია ოფიციალურად რამდენიმე კვირის წინ დარეგისტრირდა. დამფუძნებელთა თქმით, ის პანდემიის კონკრეტულ საკითხებზე მუშაობს, რათა გვერდში დაუდგეს ქართველ პაციენტებს, ექიმებს, ჯანდაცვის სექტორსა და საქართველოს მთავრობას კორონავირუსთან ბრძოლაში:

“ჩვენი უპირველესი მიზანია პანდემიის მართვაში ინტელექტუალური და პროფესიული კონტრიბუცია, ქმედებაზე და შედეგზე დაფუძნებული სტრატეგიით. კონკრეტული გზამკვლევებით, რეკომენდაციებით, რომლებიც თითოეული ექიმისთვის იქნება დამხმარე სახელმძღვანელო და იმედი იმისა, რომ მას შეეძლება ნაკლები ზიანით და უკეთესი შედეგით გამოვიდეს ამ პანდემიიდან.

…გრძელვადიანი ფუნდამენტური მისია და ამოცანაა სამედიცინო განათლების უწყვეტობისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა, მტკიცებითი მედიცინის განვითარება, დარგობრივი ასოციაციების ინსტიტუციური მხარდაჭერა, პაციენტთა და ექიმთა უფლებების ადვოკატირება, ინტერპერსონალური აკადემიური კომუნიკაციის გაძლიერებაა”.

ასოციაციის განცხადებით, ის მზადაა, მიიღოს ყველა კოლეგა, რომელიც ხსენებულ მიზნებს იზიარებს. ის მმართველი საბჭოს პრინციპით ფუნქციონირებს და ამჟამად შედგება 19 წევრისგან. მათ შორის არიან:

1. ბექა ბახტაძე
2.რევაზ ბოჭორიშვილი
3.მაია ბუწაშვილი
4..სოფიო ბერიძე
5.ნანა გეგეჭკორი
6.ზურაბ გურული
7.ნინო ისაკაძე
8.გიორგი კავკასიძე.
9.ვახტანგ კალოიანი
10.გიორგი კამკამიძე
11.გიორგი კანდელაკი
12. ბიძინა კულუმბეკოვი
13.არჩილ მარშანია
14.მამუკა მაჩაიძე
15.დავით მრელაშვილი
16.თამარ ჟამურაშვილი
17. ანი ქავთარაძე
18. ვლადიმერ ჩაჩანიძე
19.გრიგოლ ხურციძე

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები