კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემხთვევების მორიგი ანტირეკორდი საქართველოში. ბოლო 24 საათში ქვეყანაში "კოვიდ-19"-ის 4048 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 104,732-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3856 პაციენტი, საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 85,639-მა ადამიანმა დაამარცხა .
რეკოორდულ მაჩვენებელს მიაღწია გარდაცვლილთა რაოდენობამ და ბოლო 24 საათში 49 პაციენტი გარდაიცვალა, სულ COVID-19-ს საქართველოში 976 ადამიანი ემსხვერპლა.
No comments:
Post a Comment