Breaking

loading...

Wednesday, October 28, 2020

საქართველოში კორონავირუსისგან რეკორდულად ბევრი - 2 197 ადამიანი გამოჯანმრთელდა


დღევანდელი, 28 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 2 197 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მონაცემები ცოტა ხნის წინ Stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 33 858;
  • გამოჯანმრთელებულია - 14 829;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 253;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  3 507;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2 344;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  4 022 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები