„ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მე-10 მოწვევის პარლამენტში 100 დეპუტატით შევა და მთავრობასაც დააკომპლექტებს
ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 50%-ს მნიშვნელოვნად გადაცდება ჩვენი მაჩვენებელი. ვფიქრობთ, ჩვენი მაჩვენებელი შეიძლება იყოს 60%. აქედან გამომდინარე 70 კაცი შეიძლება იყოს გამსვლელი პროპორციული სიიდან, რაც ნიშნავს მთლიანობაში 100 დეპუტატს. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ 100 დეპუტატით ვიყოთ წარმოდგენილი შემდეგ პარლამენტში - ამბობს კობახიძე.
"ქართული ოცნების" პროპორციული საარჩევნო სიის სრული შემადგენლობა დღეს გახდა ცნობილი. სიის პირველი ნომერი გიორგი გახარიაა.
No comments:
Post a Comment