Breaking

loading...

Tuesday, September 1, 2020

"ამას ჩვენც კი არ გვაპატიებენ" - რის გაკეთებას სთხოვდნენ აგვისტოს ომის წლისთავზე "პატრიოტთა ალიანსს" კრემლიდან, რა წერია "დოსიეს" სკანდალური კვლევის მეორე ნაწილში

 


სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა გა­მო­ცე­მა "დო­სი­ეს" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც სა­ფუძ­ვლი­ა­ნად და­ის­ვა შე­კი­თხვა:

  • შე­მო­დის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში კრემ­ლის ფული "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" და­სა­ფი­ნან­სებ­ლად და იღებ­და თუ არა პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ხი­ფა­თო რჩე­ვებს რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის­გან?!

იმე­დია, ამ სა­კითხს სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბი გა­მო­იკ­ვლე­ვენ, მით უფრო, რომ "დო­სი­ეს“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მა­სა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­ცხა­დე­ბა უკვე შე­ი­ტა­ნა "ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ".

  • ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა "დო­სიე" - ეს არის ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რის, მი­ხა­ილ ხო­დორ­კოვ­სკის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც შე­ის­წავ­ლის "კრემ­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის მე­თა­უ­რე­ბი­სა და მათი გა­რე­მოც­ვის" საქ­მი­ა­ნო­ბას.

რა წე­რია "დო­სი­ეს" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის პირ­ველ ნა­წილ­ში?

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის­თვის" კონ­სულ­ტან­ტად და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი სერ­გეი მი­ხე­ე­ვი და მოს­კოვ­ში მოქ­მე­დი კომ­პა­ნია POLITSECRETS-ი;

სერ­გეი მი­ხე­ევს კუ­რი­რე­ბენ გე­ნე­რალ ვლა­დი­მირ ჩერ­ნო­ვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი: რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის (ФСБ) თა­და­რი­გის პოლ­კოვ­ნი­კი ვა­ლე­რი მაქ­სი­მო­ვი და რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მთა­ვა­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლოს (ГРУ) ოფი­ცე­რი ვა­ლე­რი ჩერ­ნი­შო­ვი;

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის (СВР) გე­ნე­რა­ლი ვლა­დი­მირ ჩერ­ნო­ვი თა­ვის მხრივ ხელ­მძღვა­ნე­ლობს პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან არ­სე­ბულ სამ­მარ­თვე­ლოს და და­ახ­ლო­ე­ბუ­ლია მის გა­რე­მოც­ვას­თან.

ამ­გვა­რი კავ­ში­რე­ბის აღ­წე­რი­სა და და­სა­ბუ­თე­ბის­თვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის ფონ­ზე "დო­სიე" წერს, რომ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს" მოს­კო­ველ კონ­სულ­ტან­ტებ­თან სა­უ­ბა­რი ჰქონ­და ორ და­სა­ფი­ნან­სე­ბელ პრო­ექ­ტზე: 2020 წლის და­სა­წყის­ში 700 ათას დო­ლა­რი­ან­ზე, ხოლო ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით - 8 მი­ლი­ონ დო­ლა­რი­ან­ზე. პირ­ვე­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბას შე­ე­ხე­ბა, ხოლო მე­ო­რე - წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის 4-თვი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტია, რო­მე­ლიც, წყა­როს თა­ნახ­მად, თა­ვად "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა" გა­და­აგ­ზავ­ნა მოს­კოვ­ში. ეს თან­ხე­ბი უკვე მი­ი­ღო თუ არა "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სმა" ამა­ზე "დო­სიე" ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფერს წერს, თუმ­ცა 31 აგ­ვის­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნდა "დო­სი­ეს" კვლე­ვის მე­ო­რე ნა­წი­ლი, რო­მელ­შიც გა­მოქ­ვეყ­ნდა მა­სა­ლე­ბი უფრო კონ­კრე­ტუ­ლი რჩე­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე, რა­საც "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" რუსი ე.წ. კონ­სულ­ტან­ტე­ბის­გან იღებს.

გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"დო­სი­ეს" პუბ­ლი­კა­ცია დრო­ში და­ემ­თხვა ირმა ინაშ­ვი­ლის გა­მო­უ­ცხა­დე­ბელ ვი­ზიტს არა­ა­ღი­ა­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხმა­უ­რი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლი გა­მო­იწ­ვია. ზო­გი­ერ­თმა ქარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა ინაშ­ვი­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის ღა­ლატ­ში და მო­ი­თხო­ვა მისი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ში მი­ცე­მა.

ჩვენ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, ოპო­ნენ­ტთა შე­ტე­ვე­ბის მო­სა­გე­რი­ებ­ლად მზა­დე­ბა­ში ირ­მას ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ “ძველ მო­ე­დან­ზე” (ად­გი­ლი მოს­კოვ­ში, სა­დაც გან­ლა­გე­ბუ­ლია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია): გე­ნე­რალ ჩერ­ნო­ვის ქა­ღალ­დებ­ში არის თე­ზი­სე­ბი პრე­სა­ში გა­მოს­ვლე­ბის­თვის და წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პა­სუ­ხე­ბი. ამას გარ­და "ძველ მო­ე­დან­ზე” და­ა­მუ­შა­ვეს არ­ჩევ­ნებ­ზე "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის სა­ერ­თო გეგ­მა: "სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის სტრა­ტე­გია", აგი­ტა­ტო­რის "სა­მახ­სოვ­რო ფურ­ცე­ლი", "მუ­შა­ო­ბის გეგ­მა" და ა.შ.

"სტრა­ტე­გი­ა­ში" წარ­მოდ­გე­ნი­ლია წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მთე­ლი კომ­პლექ­სი:

  1. აგ­ვის­ტოს ბოლო-სექ­ტემ­ბრის და­სა­წყი­სი: აჭა­რის მცხოვ­რებ­თა მიერ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის უვა­დო პი­კე­ტი­რე­ბა. მო­პი­კე­ტე­ებს შო­რის უნდა იყ­ვნენ რი­გი­თი მუ­შე­ბი, ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს მუ­შა­კე­ბი, ბიზ­ნე­სი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მი­ტინ­გის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რად შე­უძ­ლე­ბა იყოს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “ძმე­ბი მუს­ლი­მე­ბი და ქრის­ტი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ერ­თი­ა­ნო­ბის ბრძო­ლა­ში” ან სხვა ძალა, მათ შო­რის, ახ­ლად შექ­მნი­ლი აჭა­რის დაც­ვის არა­ფორ­მა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი და ა.შ.
  2. “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­თა აქ­ცია - "წა­იყ­ვა­ნეთ ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში!" - "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბი თა­ვი­ანთ რე­გი­ო­ნებ­ში ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უწე­ვენ ღა­რი­ბი ოჯა­ხე­ბი­დან ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში წაყ­ვა­ნის­თვის სახ­სრე­ბის შეგ­რო­ვე­ბას. შეგ­რო­ვი­ლი თან­ხე­ბით ყა­ლიბ­დე­ბა სას­კო­ლო ნაკ­რე­ბე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის: სკო­ლის ჩან­თე­ბი, რვე­უ­ლე­ბი, სა­ხა­ზა­ვე­ბი, პე­ნა­ლე­ბი, სა­წე­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ა.შ. მო­ი­ზი­დე­ბა სპონ­სო­რუ­ლი სახ­სრე­ბი, რო­გორც საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის (ფონ­დი “ობი­ექ­ტი­ვი”) ისე ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის, თუ კა­ნო­ნით დაშ­ვე­ბუ­ლია - კან­დი­და­ტის პი­რა­დი სახ­სრე­ბი (ფრი­დონ ინ­ჯია).
  3. 8 სექ­ტემ­ბერს - ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ლი­და­რო­ბის დღეს - კონ­ფე­რენ­ცია პრე­სა­ში “სი­მარ­თლი­სა და ობი­ექ­ტუ­რო­ბის­თვის!”მო­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი სტუ­მა­რი - “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” ლი­დე­რი და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი - დის­კუ­სი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მო­დე­რა­ტო­რი სი­ტყვას ყვე­ლას რიგ­რი­გო­ბით აძ­ლევს. შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სი­ტყვა ეძ­ლე­ვა დ. თარ­ხან-მო­უ­რავს, ის ჰყვე­ბა სამ­ხედ­რო მი­უმხრომ­ლო­ბის უპი­რა­ტე­სო­ბებ­ზე. და­სას­რულ, დის­კუ­სი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” ლი­დერს თითო კი­თხვას უს­ვა­მენ.
  4. “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა. ყვე­ლა სა­ზღვარ­გა­რეთ, მათ შო­რის რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ქარ­თველს უნდა მი­ე­ცეს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­ხედ­ვით. “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი” გა­მო­დის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­იხ­სნას სა­ზღვარ­გა­რეთ, მათ შო­რის რუ­სეთ­ში სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი.
  5. 28 აგ­ვის­ტო ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღე ანუ მა­რი­ა­მო­ბა. “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” ლი­დე­რე­ბი მი­დი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი დიდ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბის ჩუქ­ნის თა­ვის ხატს მო­ნას­ტერს. გა­და­ე­ცეს სა­ჩუ­ქა­რი - თასი ზი­ა­რე­ბის­თვის და სხვ.- მოს­კოვ­ში მო­ნას­ტერს ან ეკ­ლე­სი­ას სა­ქარ­თვე­ლის ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით - გა­და­ცე­მა შე­იძ­ლე­ბა არ­ჩი­ლის ხე­ლით (არ­ჩილ ჭყო­ი­ძე, პარ­ტია “ნე­იტ­რა­ლუ­რი ევ­რა­ზი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” _ “დო­სიე”). სა­პა­სუ­ხოდ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი მოს­კოვ­ში ანა­ლო­გი­ურ სა­ჩუ­ქარს გა­დას­ცე­მენ ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას, რო­გორც სამ­შობ­ლო მი­წის სიმ­ბო­ლოს. პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის თემა: “მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა _ ეროვ­ნუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის სა­ფუძ­ვე­ლი”. დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ლო­ცა­ვენ და­ვით თარ­ხან-მო­უ­რავს, მალ­ხაზ ამა­შუ­კელს, ირმა ინაშ­ვილს (...) არ­ჩევ­ნებ­ში გა­სა­მარ­ჯვებ­ლად.
  6. "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სა­მუ­შაო გეგ­მი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ვი­გოთ, რო­გორ აპი­რე­ბენ ისი­ნი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში:

    • 5 სექ­ტემ­ბრამ­დე: მო­ი­ნა­ხოს ახალ­გაზ­რდა ბლო­გე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნახ­მა არი­ან ოფ­ლა­ინ შეხ­ვედ­რა­ზე, ჩა­ტარ­დეს ერ­თი­ა­ნი შეხ­ვედ­რა პარ­ტაქ­ტივ­თან. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ბლო­გე­რებ­მა თა­ვი­ანთ გვერ­დებ­ზე უნდა გა­ნა­თავ­სონ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ ჩა­ი­ა­რა შეხ­ვედ­რამ, სა­უ­კე­თე­სო ტექ­სტე­ბის ავ­ტო­რი წა­ხა­ლის­დეს, გა­კეთ­დეს მათი რე­პოს­ტი პარ­ტი­ის გვერ­დზე.
    • 27 სექ­ტემ­ბრამ­დე: პატ­რი­ო­ტუ­ლი სიმ­ღე­რის კონ­კურ­სი. ონ­ლა­ინ-ფლეშ­მო­ბი “ვიმ­ღე­როთ ერ­თად”
    • 1-ლ ოქ­ტომ­ბრამ­დე: გა­ეშ­ვას ფლეშ­მო­ბი “მხარ­დამ­ჭე­რის პა­რა­დი”-ს ქსე­ლებ­ში. მე­დი­უ­რი სა­ხე­ე­ბი, სპორ­ტსმე­ნე­ბი, ექი­მე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი და ა.შ. გა­მო­ხა­ტა­ვენ “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” მხარ­და­ჭე­რას (გა­და­ი­ღონ კლი­პე­ბი).
    • თუმ­ცა კრემლთან სრუ­ლი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მიღ­წე­ვას ქარ­თვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი ყო­ველ­თვის ვერ ახერ­ხე­ბენ. რო­გორც დო­კუ­მენ­ტე­ბი და მი­მო­წე­რა აჩ­ვე­ნებს, რუ­სე­თის კუ­რა­ტო­რობს ხში­რად უწევთ კა­მა­თი და ხან­და­ხან თა­ვი­სი ქარ­თვე­ლი შე­გირ­დე­ბის ლან­ძღვაც კი არა­საკ­მა­რი­სი მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბის გამო. რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია "პო­ლიტ­სეკ­რეტს"-ის (POLITSECRETS ) ხელ­მძღვა­ნე­ლის ვერა ბლა­შენ­კო­ვას, (რო­მე­ლიც “ძველ მო­ე­დან­ზე” აბა­რებს ან­გა­რი­შებს) წე­რი­ლი­დან ჩანს, რომ რუ­სეთ­ში ალ­ბათ უფრო ნერ­ვი­უ­ლო­ბენ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სა­არჩვე­ნო შე­დე­გებ­ზე, ვიდ­რე თა­ვად პარ­ტი­ა­ში. ქარ­თვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი რე­ა­გი­რე­ბენ მოს­კო­ვე­ლი კუ­რა­ტო­რე­ბის თავ­დას­ხმებ­ზე, თუმ­ცა ძი­რი­თად­ში ას­რუ­ლე­ბენ მათ გან­კარ­გუ­ლე­ბებს, რის შე­სა­ხე­ბაც ან­გა­რიშს აბა­რე­ბენ:

      “ჩვენ გვყავს 5, 10, 30 და 50 კაცი, ვინც თა­ვის მხარ­და­ჭე­რას პარ­ტი­ი­სად­მი გა­მოთ­ქვამს არა მხო­ლოდ გა­ზეთ­ში, არა­მედ ტე­ლე­ვი­ზი­ა­შიც. მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი ჩა­წე­რა და კვი­რის ბო­ლომ­დე მი­ნი­მუმ 50 კაცს ჩა­ვი­წერთ. თქვენ მი­ი­ღებთ მათ ფო­ტო­სუ­რა­თებს ინ­ფორ­მა­ცი­ას მათ­ზე (პრო­ფე­სია, სა­მუ­შაო ად­გი­ლი და ა.შ.).

      არი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მა­გა­ლი­თად: პო­ე­ტი საღ­ლი­ა­ნი, პო­ე­ტი ოთა­რაშ­ვი­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი სე­ფი­აშ­ვი­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი მჟა­ვია, მომ­ღე­რა­ლი თა­თა­რაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი გე­ლაშ­ვი­ლი, მომ­ღე­რა­ლი მა­მა­ლა­ძე, მსა­ხი­ო­ბი ჭი­ჭი­ნა­ძე, მხატ­ვა­რი ხერ­კი­ლა­ძე, მხატ­ვა­რი სირ­ბი­ლა­ძე, ბა­ლე­რი­ნა ნი­ო­რა­ძე, ფეხ­ბურ­თე­ლი ინა­ლიშ­ვი­ლი, რაგ­ბის­ტი პარ­ცი­კა­ნაშ­ვი­ლი, კა­რა­ტის­ტი კა­კა­ბა­ძე და თა­ვად გი­ორ­გი ლო­მია რე­კორდსმე­ნია კა­რა­ტე­ში. სხვა­თა შო­რის სა­ლუქ­ვა­ძე, მსოფ­ლი­ო­სა და ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის არა­ერ­თგზის ჩემ­პი­ო­ნი, ან, მა­გა­ლი­თად კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე ოქი­ტაშ­ვი­ლი, მწე­რალ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე გო­ნაშ­ვი­ლი, გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი, აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ვახ­ტანგ ყოლ­ბა­ია, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ომ­ბუდსმე­ნი დევ­და­რი­ა­ნი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი კაცი, ვინც ჩვე­ნი პარ­ტი­ის წევ­რია და ღიად უჭე­რენ მხარს პარ­ტი­ას და მათი ვი­დეო მი­მარ­თვე­ბი ობი­ექ­ტივ­ში იქ­ნე­ბა მთე­ლი სექ­ტემ­ბრი­სა და ოქ­ტომ­ბრის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჯერ კი ად­რეა.

      რაც შე­ე­ხე­ბა გა­ზე­თებს, ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი და კი­დევ სხვე­ბიც, ყო­ველ ნო­მერ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­მოთ­ქვამს თა­ვის აზრს. ესე­ნი არა უბ­რა­ლოდ ცნო­ბი­ლი, არა­მედ უეჭ­ვე­ლად ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში.

      მოგ­როვ­დე­ბა კი­დევ 50 კაც­ზე მეტი, თუ მეტი არა, რომ­ლე­ბიც არ არი­ან პარ­ტი­ის წევ­რე­ბი და შე­საძ­ლოა პირ­და­პირ არ მო­უ­წო­დე­ბენ მხა­რი დუ­ჭი­რეთ "პატ­რი­ო­ტებ­სო", მაგ­რამ უეჭ­ვე­ლად იტყვი­ან, რომ მხარს უჭე­რენ და­ვით თარ­ხან-მო­უ­რავ­სა და ირმა ინაშ­ვილს და მათ გვერ­დით ყო­ველ­თვის იდ­გნენ. მოკ­ლედ, იტყვი­ან ისეთ ტექსტს, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად და ამას­თან ერ­თად ეცო­დი­ნე­ბათ, რომ ჩვენ ამას პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნებთ. ვი­დე­ო­რი­გი მზად იქ­ნე­ბა სექ­ტემ­ბრის­თვის და აჩ­ქა­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის.

      მოკ­ლედ, ჩვე­ნი პა­სუ­ხი ამ პუნ­ქტის მი­ხედ­ვით ასე­თია - ჩვენ გავ­ჩერ­დე­ბით 80 ადა­მი­ან­ზე და აგ­ვის­ტოს ბოლო კვი­რი­დან ეს კლი­პე­ბი იტ­რი­ა­ლებს არ­ჩევ­ნე­ბამ­დე.

      სხვა­თა შო­რის, არის მრა­ვა­ლი ვი­დე­ო­კად­რი, სა­დაც ეს ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვის ზურგს უკან ჯერ კი­დევ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პე­რი­ო­დი­დან. გვაც­ნო­ბეთ, თქვე­ნი აზ­რით რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს თი­თო­ე­ულ სა­გა­ზე­თო ნო­მერ­ში და ჩვენ გა­მო­გიგ­ზავ­ნით მათ სა­ხე­ლებს, გვა­რებს, ფო­ტო­სუ­რა­თებს და წარ­მო­სათ­ქმელ ტექ­სტებს. შე­გიძ­ლი­ათ სუ­ლაც გა­მოგ­ზავ­ნოთ სა­ვა­რა­უ­დო ტექ­სტი, რო­მე­ლიც სა­სურ­ვე­ლია გა­ვი­დეს გა­ზე­თებ­ში და ამას იტყვი­ან სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი".ამას გარ­და, წე­რი­ლი­დან ჩანს, რომ "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­თან­ხმდა გა­დას­ცეს კუ­რა­ტო­რებს რუ­სე­თი­დან ქარ­თველ ამომ­რჩე­ველ­თა "პას­პორ­ტი­ზა­ცია", რო­მელ­შიც შე­დის რო­გორც მი­ნი­მუმ მათი მი­სა­მარ­თე­ბი, ყო­ველ სახ­ლში სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი­სა და სარ­თუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

      "რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თქვენ მი­ი­ღებთ პას­პორ­ტი­ზა­ცი­ას. აქ კო­ო­რი­ნა­ტო­რე­ბიც არა­ფერ შუ­ა­შია. თუ ჩვენ მო­ვა­ხერ­ხებთ გა­ზე­თის ყვე­ლა კარ­თან მი­ტა­ნის სამ­სა­ხუ­რის აწყო­ბას, ესე იგი ჩვენ გვექ­ნე­ბა პას­პორ­ტი­ზა­ცი­აც. თუმ­ცა ჩვენ­თვის ნა­თე­ლი არ არის რაში გჭირ­დე­ბათ თქვენ სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი­სა და სარ­თუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ცოდ­ნა, საკ­მა­რი­სია ვი­ცო­დეთ, რამ­დე­ნი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. სამ­სა­ხუ­რის­თვის “კა­რი­დან კა­რამ­დე” სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ყვე­ლა ეს მო­ნა­ცე­მი და ვფიქ­რობთ, კვი­რის ბო­ლომ­დე ყვე­ლა ეს მო­ნა­ცე­მი იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა, გო­ჩამ (სა­ვა­უ­დოდ, სა­უ­ბა­რია “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფაქ­ტობ­რივ ხელ­მძღვა­ნელ­ზე, ქა­ლა­ქის დე­პუ­ტატ­ზე გოჩა თევ­დო­რა­ძე­ზე - "დო­სიე”) იცო­და ამის შე­სა­ხებ, მაგ­რამ თავ­მჯო­მა­რის­თვის არ მო­უხ­სე­ნე­ბია, შე­საძ­ლოა და­ა­ვი­წყდა კი­დეც. ხან­და­ხან ასე ხდე­ბა. მაგ­რამ ახლა და­ვა­ლე­ბე­ბი მი­ცე­მუ­ლია, რაც ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი შეს­რულ­დე­ბა". თუმ­ცა, იმ რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თაც კი, რაც გა­მო­ყო­ფი­ლია "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ზე, პარ­ტი­ის წევ­რე­ბი ვერ აძ­ლე­ვენ თავს უფ­ლე­ბას სრუ­ლად მის­დი­ონ რუსი პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გე­ბის ყვე­ლა რჩე­ვას: თურ­მე ისი­ნი ურ­ჩევ­დნენ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ ოპო­ზი­ცი­უ­რი მი­ტინ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ზე რუ­სე­თის თავ­დას­ხმის დღეს, რა­ზეც თბი­ლი­სი­დან უპა­სუ­ხეს:

      "ამ დღეს მი­ტინ­გის მო­წყო­ბა ნიშ­ნავს სა­ერ­თოდ ვერ ერ­კვე­ო­დე სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რაც ხდე­ბა თბი­ლის­ში. ადა­მი­ა­ნე­ბი სი­მარ­თლედ ამას იღე­ბენ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მას­ზე სა­უბ­რო­ბენ ინაშ­ვი­ლი და თარ­ხან-მო­უ­რა­ვი. მაგ­რამ თქვენ უნდა გა­ი­გოთ, რომ თუ ჩვენ ამ თე­მა­ზე გა­ვა­კე­თებთ მი­ტინგს - ამას ჩვენც კი არ გვა­პა­ტი­ე­ბენ. აგ­ვის­ტოს თე­მას კვი­რა­ში ერთხელ სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მებ­ში ინაშ­ვი­ლი, თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, ლო­მია, ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი თით­ქმის არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღამ­დე წა­მო­წე­ვენ-ხოლ­მე”.

      ამას გარ­და, “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” თა­ნამ­შრომ­ლე­ბი თა­ვი­ანთ კუ­რა­ტო­რებს კრემ­ლი­დან რა­ღა­ცებს უს­წო­რე­ბენ ხოლ­მე ქარ­თუ­ლი ენის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. მი­მო­წე­რა­ში “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი წყე­ნით უმ­ტკი­ცებ­დნენ კრემ­ლის კუ­რა­ტო­რებს, რომ პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სწო­რედ მათ გა­ის­ტუმ­რეს, ხოლო მათ პარ­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ამომ­რჩე­ველ­თა მე­ო­თხე­დი უჭერს მხარს. თუმ­ცა, გა­მო­კი­თხვე­ბის მი­ხედ­ვით "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" რე­ი­ტინ­გი და­ახ­ლო­ე­ბით 3%-ია. რამ­დე­ნად და­ეხ­მა­რე­ბი­ან "პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს" კრემ­ლის პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გე­ბი, ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა.

      ცენ­ტრი “დო­სიე” კი გა­აგ­რძე­ლებს დაკ­ვირ­ვე­ბას სხვა ქვეყ­ნე­ბის არ­ჩევ­ნებ­ში რო­გორ ერე­ვა რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე"

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები