ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 6-ით გაიზარდა. სამი არასრულწლოვანი და სამი ზრდასრული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. საერთო ჯამში კლინიკაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით 15 პაციენტი იმყოფება, საიდანაც 7 არასრულწლოვანია
ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 6 საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 15 პაციენტის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, ხოლო 2-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების დადგენის მიზნით გრძელდება.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია - 1684
- გამოჯანმრთელებულია - 1315
- მათ შორის გარდაცვლილია - 19
- კარანტინის რეჟიმში რჩება - 6020
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 299, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 887 000-ზე მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე კი გამოჯანმრთელდა.
No comments:
Post a Comment