Breaking

loading...

Tuesday, September 15, 2020

კორონავირუსი დაახლოებით 1 წელი არ გაქრება - ამირან გამყრელიძე


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსი, დაახლოებით, მომდევნო 1 წელი არ გაქრება. ინფორმაცია მან დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამათულ ბრიფინგზე გაავრცელა.

კორონავირუსული ინფექცია არსად არ გაქრება კიდევ დაახლოებით 1 წელიწადი, მაგრამ დიდი ლოქდაუნები და შეზღუდვები, რომლებიც ეკონომიკას გააჩერებს, უკვე არსად არ არის რეკომენდებული და არ ხდება, გარდა წერტილოვანი ე.წ. დარტყმებისა, - განმარტა გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგის შეფასებით, მიუხედავად ვირუსის შემთხვევების მატებისა, საქართველოში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

სრულად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. მიუხედავად ინფიცირების მაჩვენებლის ზრდისა, ჯერჯერობით, ჩვენ ვრჩებით მწვანე, უსაფრთხო ზონაში. საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, რა თქმა უნდა, საქართველო ისევ და ისევ გამოიყურება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად, - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი უცვლელი დარჩა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 2 392;
  • გამოჯანმრთელებულია - 1 369;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  5 882;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  390, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები