Breaking

loading...

Tuesday, August 18, 2020

ლეგალიზებული ეროვნული უბედურება! - ვინ ლობირებს ონლაინკაზინოებს?!

 


"პა­ლიტ­რა­მე­დი­ის" სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია "არ ითა­მა­შო! იცხოვ­რე!" უფრო მწვა­ვე ხა­სი­ათს შე­ი­ძენს... ვი­მე­დოვ­ნებთ,­ რომ სხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც გა­მო­ი­ჩე­ნენ კე­თილ ნე­ბას, იგ­რძნო­ბენ სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და უარს იტყვი­ან პო­ტენ­ცი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის წყა­როს რეკ­ლა­მი­რე­ბა­ზე.

რო­დე­საც პრობ­ლე­მა­ზე ან უბე­დუ­რე­ბა­ზე­ თვალს ხუ­ჭავ, ზრდი შანსს, რომ ის შენს ოჯახ­საც მი­უ­კა­კუ­ნებს. შემ­დეგ უკვე სა­კუ­თარ­ ტყავ­ზე იგ­რძნობ, თუ რას ნიშ­ნავს, რო­დე­საც შენს ტრა­გე­დი­ა­ზე სხვე­ბი ხუ­ჭა­ვენ თვალს. ეს ეხე­ბა ყვე­ლას - რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქით და­წყე­ბუ­ლი და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის­ ონ­ლა­ინ­თა­მა­შებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას პრობ­ლე­მა რომ ვუ­წო­დოთ, ძა­ლი­ან რბი­ლი შე­ფა­სე­ბა გა­მოგ­ვი­ვა. პრობ­ლე­ბა შე­საძ­ლოა, 10-15 წლის წინ იყო. დღეს ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ე­ბი­სა თუ ბე­თე­ბის "მძევ­ლე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საქ­მე გვაქვს ეროვ­ნულ უბე­დუ­რე­ბას­თან.

პა­რა­დოქ­სუ­ლია - ეს ეროვ­ნუ­ლი უბე­დუ­რე­ბა, ერთი მხრივ, ლე­გა­ლი­ზე­ბუ­ლია და, მე­ო­რე მხრივ, ფარ­თოდ რეკ­ლა­მი­რე­ბუ­ლი.

სტა­ტის­ტი­კა მრავ­ლის­მე­ტყვე­ლი და შემ­ზა­რა­ვია: მა­გა­ლი­თად, ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, ონ­ლა­ინ­კა­ზი­ნო­ებ­სა თუ ბე­თებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 400 000 კაცი თა­მა­შობს.­ მათი ასა­კი 14-დან 35 წლამ­დეა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ასა­კის მი­ლი­ონ­ზე­ ცოტა მეტი ადა­მი­ა­ნია და გა­მო­დის, იმ ასა­კო­ბრივ ჯგუფ­ში, რო­მელ­მაც უნდა ის­წავ­ლოს, იმუ­შა­ოს, ოჯა­ხი შექ­მნას, სა­ხელ­მწი­ფოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს, ლა­მის ყო­ვე­ლი მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი ონ­ლა­ინ­თა­მა­შე­ბის­ "მძე­ვა­ლია". სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობის სრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, ლა­მის ყო­ვე­ლი მე­ო­თხე-მე­ხუ­თე. მარ­თლაც ერთი ნა­ბი­ჯია, რომ ამ უბე­დუ­რე­ბამ თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს მი­უ­კა­კუ­ნოს... 

წა­ი­კი­თხეთ: "ვირუ­სი", რომ­ლი­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 400 000 ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები