მალე ალბათ ვისაც ვაქცინის გაკეთება არ უნდა დამნაშავეებად გამოაცხადებენ.
კორონავირუსის ვაქცინა მტერი არ არის, ხსნაა! – მაია ბუწაშვილი
ჯერ არარსებულ ვაქცინაზეა პროპაგანდა, რომ არ გაიკეთონ კორონავირუსის ვაქცინა. ეს არის დანაშაულის ტოლფასი, – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს.
ჯერ არარსებულ ვაქცინაზეა პროპაგანდა, რომ არ გაიკეთონ კორონავირუსის ვაქცინა. ეს არის დანაშაულის ტოლფასი. ძალიან მკაცრად უნდა იყოს ამის რაიმე ფორმით კონტროლი. არსებობს კანონი, რომელიც ადამიანს იცავს სხვა ადამიანების ზემოქმედებისგან. ანტივაქცერები სხვა ადამიანების ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს.
უნდა დაიწყოს მუშაობა, რათა მოსახლეობამ გაიგოს, რომ კორონავირუსის ვაქცინა არ არის მტერი. პირიქით, ეს არის ერთადერთი ხსნა პანდემიასთან ბრძოლაში“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა
No comments:
Post a Comment