ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირი მეოთხე სართულიდან გადახტა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
უწყების ინფორმაციით, საქართველოს 27 წლის მოქალაქე ფ.ჯ ქვეყანაში სარფის გამშვები პუნქტიდან 13 აგვისტოს შემოვიდა.
14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით არაადეკვატურად და აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება.
No comments:
Post a Comment