Breaking

loading...

Tuesday, August 11, 2020

ყალიბდება ლარსის კლასტერი - ეპიდაფეთქება ყაზბეგში

 


ლარსის კლასტერი- ასე აფასებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კორონავირუსის ხუთ შემთხვევას.

„დღეს, ასევე გარკვეულად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან. იქ არის 5 შემთხვევა და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა" ამბობს გამყრელიძე.

მისივე ინფორმაციით, ყაზბეგში ეპიდემიოლოგები უკვე იკვლევენ კონტაქტებს იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ეპიდაფეთქების ლოკალიზება.

11 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულია შსს-ს 11 თანამშრომელი.

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები