Breaking

loading...

Wednesday, August 5, 2020

გუშინ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც 50 ადამიანზე მეტის სიკვდილი და 4000-ამდე ადამიანის დაშავება გამოიწვია

გუშინ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში, ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც 50 ადამიანზე მეტის სიკვდილი და 4000-ამდე ადამიანის დაშავება გამოიწვია, განადგურდა ქალაქის ერთ-ერთი უბანი და პორტის დიდი ნაწილი. აფეთქების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში ინახებოდა პორტის სიახლოვეს. მეორე ფოტო გადაღებულია სწორედ ამ საწყობში და კარგად ჩანს თუ რა პირობებში ინახებოდა, საკმაოდ ძლიერი მოქმედების ქიმიური ნივთიერება. არ იყო დაცული უსაფრთხოების არანაირი ნორმები. ლიბანის პრემიერ მინისტრმა განაცხადა რომ სწორედ უსაფრთხოების ზომების დაუცველობა გახდა აფეთქების მიზეზი.
მსგავსი მაგალითები მსოფლიოში მრავლად მომხდარა, ყოველივე ეს გვაძლევს გვაძლევს საფუძველს რომ ვიფიქროთ და ვიზრუნოთ შრომის უსაფრთხოების აუცილებლობაზე, რის დარღვევაც ხშირ შემთხვევაში განუსაზღვრელი შედეგით მთავრდება.
საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქების ცენტრალურ უბნებში მრავლად მოიძებნება დიდი ზომის საწყობები სადაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც შესამჩნევია, ყოველივე ეს დაუშვებელია. საფრთხის შემცველი ნივთიერებების არასწორმა დასაწყობება არა მარტო კომპანიისათვის წარმოადგენს საფრთხეს, არამედ საფრთხეს უქმნის მთელს ქალაქს.
საქართველოს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთა ლიგა მოგიწოდებთ, მაქსიმალურად უზრუნველყოთ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, განსაკუთრებით საფრთხის შემცველი ქიმიური ნივთიერებების შენახვისას, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ან სხვა სახის უბედური შემთხვევები.

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები