ფონიჭალაში გვიან ღამით მომხდარ ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავარიის შედეგად 4 პირი გარდაიცვალა, მათგან 2 არასრულწლოვანია. მძიმეა კიდევ ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.
თვითმხილველების თქმით, დიდი სისწრაფით მიმავალი მანქანა ჯერ საცხოვრებელ სახლს, შემდეგ კი ქორწილიდან მომავალ ადამიანებს დაეჯახა.
ცნობილია, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
No comments:
Post a Comment