Breaking

loading...

Friday, July 3, 2020

მესმის, რომ ხალხს უნდა გართობა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერების ფარგლებში - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, მაგრამ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს.
გამყრელიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა რეკომენდაციების დაცვაზე და ზომიერებაზე შეზღუდვების შემსუბუქების პროცესში.
“მთავარი რეკომენდაცია გახლავთ ის, რომ ჩვენ ყველამ ერთად, საზოგადოებამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სიტუაცია ბევრად უკეთ გამოიყურება, მხედველობაში მაქვს, ეპიდსიტუაცია, ვიდრე ჩვენს მეზობელ ან სხვა ქვეყნებში, ეს ჩვენ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უნდა იყოს მეტი მზადყოფნა. კერძოდ, პირბადის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა და ზოგადად, ჰიგიენური წესების დაცვა აუცილებელია. თავი უნდა ავარიდოთ დიდ თავშეყრის ადგილებს. მესმის, რომ შემსუბუქების პროცესში ხალხს მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ზომიერების და იმ რეგულაციების ფარგლებში, რაც დადგენილია”,- განაცხადა გამყრელიძემ.

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები