Breaking

loading...

Friday, July 17, 2020

"ყველაფერი იკადრეს, რომ დაზარალებულის დისკრედიტაცია მოეხდინათ" - რა ხდება ბასილაშვილი-დოროყაშვილის საქმეში

სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი­სა მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლის ოჯა­ხურ­მა სკან­დალ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია.
ახალ­გაზ­რდა ქალი ყო­ფილ ქმარს ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, ხოლო ჩოგ­ბურ­თე­ლის მხა­რე დო­რო­ყაშ­ვილს ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­სა და ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვა­ში სდებს ბრალს. ბა­სი­ლაშ­ვი­ლი-დო­რო­ყაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 24 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თე­ბა.
 და­ინ­ტე­რეს­და, რა ეტაპ­ზეა ყო­ფი­ლი წყვი­ლის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე და რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი.
ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ანა თავ­ხე­ლი­ძე გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბით კმა­ყო­ფი­ლია. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ სა­ბო­ლო­ოდ დავა მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა:
"ამ ეტაპ­ზე ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბი­სად­მი არის პო­ზი­ტი­უ­რი. კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ და მო­ლო­დინ­ში ვართ, რომ ამ რე­ჟიმ­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ამ ეტაპ­ზე ვერ ვხე­დავთ შერ­ჩე­ვით მიდ­გო­მას, მაგ­რამ მთა­ვა­რია, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს მი­ი­ღებს სა­სამ­რთლო 24 აგ­ვის­ტოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბის კუ­თხით. ამ შემ­თვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლო იყო ლო­ი­ა­ლუ­რი ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ, რად­გან იგი არის ცნო­ბი­ლი სახე. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ალ­ბათ, პა­ტიმ­რო­ბა იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და არა გი­რაო. მთა­ვა­რია, სა­სა­მარ­თლო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გავ­ლე­ნის ქვეშ არ მო­ექ­ცეს.
ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როდ, მე­ო­რე მხა­რემ ყვე­ლა­ფე­რი იკად­რა, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის დის­კრე­დი­ტა­ცია მო­ეხ­დი­ნა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სა­სა­მარ­თლო მი­ი­ღებს სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, იმ მო­ცე­მუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუ რა უთა­ნას­წო­რო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან ქა­ლე­ბი კა­ცებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.
სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლე­ბი ძი­რი­თა­დად ქა­ლე­ბი არი­ან და გენ­დერუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ჯერ კი­დევ ღრმად ფეს­ვგად­გმუ­ლია. ამას ხელს უწყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც - ისი­ნი არ არი­ან ქა­ლე­ბის მი­მართ სო­ლი­და­რუ­ლე­ბი და ცდი­ლო­ბენ გა­ა­მარ­თლონ ბრალ­დე­ბუ­ლი, თით­ქოს ქალ­მა გა­მო­იწ­ვია, აი­ძუ­ლა ის, რომ ეძა­ლა­და. აქ კი­დევ უფრო მეტი ცდუ­ნე­ბა იყო - ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი პირი იყო, რა­მაც კი­დევ უფრო მე­ტად გა­ნა­წყო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი კრი­ტი­კუ­ლად ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მი­მართ" - ამ­ბობს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი.
მე­ო­რე მხა­რის პო­ზი­ცი­ი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა იცავს. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ამ სა­კი­თხზე მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.
"ჩვენ არ ვა­კე­თებთ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარს. მა­შინ­ვე გა­ა­კე­თა ნი­კამ გან­ცხა­დე­ბა, რომ იგი მისი შვი­ლის დე­დას­თან პო­ლე­მი­კა­ში შეს­ვლას არ აპი­რებს, ყვე­ლა­ფერს გა­არ­კვევს სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში და არა ასე სა­ხალ­ხოდ" - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა.
შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი ცო­ლის ცე­მის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, შემ­დეგ კი გი­რაო შე­უ­ფარ­დეს და 100 000 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამას­თან, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რია გა­ცე­მუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის მა­მა­ზეც. ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, 21 მა­ისს, ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და მა­მა­მი­სი ახალ­გაზ­რდა ქალს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ამ ფაქტს წყვი­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლიც შე­ეს­წრო.

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები