Breaking

loading...

Wednesday, July 22, 2020

"გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრებსაც კორონავირუსი აქვთ და ისინი რამდენიმე ბაზრობაზე ვაჭრობდნენ და მუშაობდნენ"


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16 პაციენტის, 72 წლის კაცის ოჯახის წევრებიც ინფიცრებული არიან.
"ამ პაციენტს ჰქონდა თირკმელების მძიმე, ქრონიკული დაავადება. ის იყო დიალიზზე (ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის ნარჩენი პროდუქტებისა და ჭარბი სითხის მოშორება ხელოვნური გზით). მასთან სწრაფად განვითარდა ინფექცია. სამწუხაროდ, ასევე, ინფიცირებული არიან მისი ოჯახის წევრებიც, თუმცა, მათთან კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ რამდენიმე ბაზრობაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 049 შემთხვევაა დადასტურებული. გარდაიცვალა 16 პაციენტი.

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები