ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვეს. სხდომაზე 11 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხი გადაიხედა.
აღვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შესახებ შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
19 ივნისს გიორგი შაქარაშვილის ოჯახმა ფეხბურთელის დაკარგვის შესახებ შსს-ს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები, რომელიც 4 დღე გაგრძელდა. მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 21 ივნისს წყალში იპოვეს.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფართებული.
საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.
No comments:
Post a Comment