თელავის მუნიციპალიტეტში, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
ნელი ხიზაშვილის ინფორმაციით, ჩვილი თელავის ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებული სიმპტომები დაუფიქსირდა, რის გამოც ექიმებმა მისთვის ვირუსზე ტესტის აღება გადაწყვიტეს.
ამ ეტაპზე სოფელში ეპიდემიოლოგები მუშაობენ და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების მოძიება.
11 ადამიანის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, რაზეც პასუხიც ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ჯერჯერობით, უცნობია ინფიცირების წყარო. ჩვილს მკურნალობა თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში უტარდება.
No comments:
Post a Comment