საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურებული.
დღეის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი, სულ - 929.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 6489 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337.
No comments:
Post a Comment