Breaking

loading...

Monday, July 8, 2019

„ფორსაჟი 9-ის“ ნაწილს თბილისში გადაიღებენ


„ფორსაჟი 9-ის“ 10 წუთიან მონაკვეთს თბილისში გადაიღებენ. „ბიზნესპრესნიუსს“ ეს ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდა. 


გადაღებები დედაქალაქში აგვისტოში იგეგმება. 



აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისს ჰოლივუდიდან 200-მდე სტუმარი ეწვევა. ამასთან, ჩამოჰყავთ სპეცტექნიკა, მათ შორის სპეცტრაილერი, რომელიც ფილმის სიუჟეტის თანახმად, ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან გადავარდება. რაც შეეხება ბიუჯეტს, თბილისში გადაღებებზე 5 მლნ დოლარის დახარჯვა იგეგმება. 




ამასთან, გადაღებების ფარგლებში თბილისში რამდენიმე ცენტრალური ქუჩაც გადაიკეტება. მათ შორის, საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ძველი თბილისის ნაწილზე. 



 აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს. ფილმის გადაღებებთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწვდით. 



ცნობისთვის, „ფორსაჟის“ მე-9 ნაწილის ტელეეკრანებზე გამოჩენა 2020 წელს არის დაგეგმილი. ფილმის რეჟისორია ჯასტინ ლინი, მსახიობები კი: ვინ დიზელი, დუეინ ჯონსონი, ჯორდანა ბრიუსტერი, ლუკას ბლეკი, ტაირიზ გიბსონი, მიშელ როდრიგესი. 

No comments:

Post a Comment

სხვა სტატიები